ინტოქსიკაციის სიმპტომების გამო კომბინატის დასახლებაში მე-7 და მე-10 საჯარო სკოლებში გაკვეთილებს დღეს 169 მოსწავლე არ ესწრება.
დირექტორის განმარტებით,მშობლების ინფორმაციით, მოზარდებს გულისრევის შეგრძნება და დიარეა აღენიშნებათ, მათ ნაწილმა ოჯახის ექიმს მიმართა.
რაც შეეხება დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანას“ დღეის მდგომარეობით იქ 26 პაციენტი მკურნალობს, 29 პირს კი მედიკოსებმა გადაუდებელი დახმარება გაუწიეს და ისინი სახლში გაეწერნენ.
ბოლო 24 საათში, გორის სახვადასხვა დასახლებაში მცხოვრებმა 53-მა პირმა, ინტოქსიკაციის სიმპტომებით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას.
“იმედინიუსი”