“ევროპული საქართველოს” ლიდერი და ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი უნდა განთავდეს, 8 ჰექტარი ფართობი კერძო საკუთრებაში დაიტოვა.
როგორც უგულავა ამბობს, ეს ივანიშვილის მხრიდან “გულისამრევი თაღლითობაა”.
“2011-2012 წელს ჩემი მოთხოვნით თბილისის საკრებულომ იპოდრომის ტერიტორიას მიანიჭა რეკრეციაული-ლანდშაფტური ტერიტორიის სტატუსი, სადაც დაუშვებელი იყო მშენებლობა. მე თავის დროზე ხელი შევუწყვე ივანიშვილს, რომ ეყიდა ეს ტერიტორია, რადგან ეს ტერიტორია ჯერ კიდევ შევარდნაძის ეპოქიდან გაყიდულია და ჰყავდა ბევრი ჭრელი მეპატრონე. მისივე მოთხოვნით, მოხდა მოხსნა და მერე დავუბრუნე, რადგან ასე იყო ჩაფიქრებული. მას ჰქონდა ვალდებულება, რომ გაემწვანებინა ნახევარზე მეტი.
მე გუშინ რომ გავიგე, მომეწონა, რადგან რაც უნდა იყოს, ჯობია, რომ ქალაქის საკუთრებაში დაბრუნდა მეთქი, რასაც მეც ხელს ვუწყობდი, მაგრამ დღეს აღმოვაჩინე, რო ივანიშვილი არის ტრუკაჩი და თაღლითი და ყველაფრიდან შეეძლება რწყილი გაატყავოს და სარგებელი ნახოს. იცით, რომ, თურმე, მთავრობამ რაც ზარ-ზეიმით გადაიბარა, შიდა რკალი გადასცა და 8 ჰა, გარშემო რაც არის გამწვანებული, დაიტოვა კერძო საკუთრებაში განაშენიანებისთვის და ქალაქს გადასცა ის წრე, რომელზეც ყველა იყო შეთანხმებული, რომ არავინ არასდროს არაფერს ააშენებდა და მას ჰქონდა აქ პარკის მოწყობის ვალდებულება. ქალაქს შეტენა პარკის გაკეთება, დაიტოვა სამშენებლო ტერიტორია, თავლების ნაწილი და თამარაშვილის ნაწილი. ეს ტერიტორია სკვერების მერე გაცილებით ძვირი გახდება და ამოიღებს ყველა იმ თანხას. აბა სხვა ლოგიკა რატომაა? ყველაზე გამწვანებული ტერიტორია რატომ დაიტოვა. ეს არის გულისამრევი თაღლითობა ამ ადმიანის მხრიდან, რამე შეიძლება გააკეთოს ისე, რომ უკან სარგებელი არ ნახოს და რწყილი არ გაატყაოს, მართლა წარმოუდგენელია, გაოგნებული ვიყავი, დღეს რომ ეს გავიგე” – განაცხადა უგულავამ.
წყარო: fortuna.ge