მარნეულში ზაურ დარგალის პლაკატი ჩამოხიეს

მარნეულის ცენტრში პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაურ დარგალის პლაკატები ჩამოხიეს.

“როგორ ჩვენთვის ცნობილია, ფაქტი წუხელ ღამის საათებში მოხდა. ქალაქის ცენტრში, გაჩერების კონსტრუქციასთან იყო გაკრული ზაურ დარგალის პლაკატი, ჩამსხვრეულია შუშა და ჩამოხეულია საარჩევნო პლაკატი,” – განუცხადეს “აიპრესს” ზაურ დარგალის საარჩევნო შტაბის პრესსამსახურში.

 

“აიპრესი”