ყირგიზეთში საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 590 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
Киргизия. Бишкек. Сторонники проигравших на парламентских выборах партий на центральной площади города. По их мнению, результаты выборов нелегитимны, поскольку со стороны власти в предвыборный период и в день голосования использовался административный ресурс, а со стороны победивших партий – массовый подкуп избирателей. Снимок с видео. Абылай Саралаев/ТАСС
მათივე ინფორმაციით, ხელისუფლება არჩევნების ხელახლა ჩატარებას არ გამორიცხავს.
ყირგიზეთში საპროტესტო აქციები ორშაბათს დილიდან მიმდინარეობს. დემონსტრანტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომლის შედეგადაც 7%-იანი ბარიერის გადალახვა 16 პარტიიდან მხოლოდ ოთხმა, პრეზიდენტ სოორონბაი ჯიინბეკოვთან დაახლოებულმა პარტიებმა შეძლეს. აქციის მონაწილეები შედეგების გაუქმებასა და არჩევნების ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ. გუშინ პოლიციამ აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშლის მიუხედავად, მოქალაქეები პროტესტის გამოსახატად ხელახლა შეიკრიბნენ. დემონსტრანტები პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ, მოგვიანებით კი ქვეყნის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის დაკავების ცენტრიდან გაათავისუფლეს.
“ipn”