ტრამპი კლინიკიდან თეთრ სახლს დაუბრუნდა: ნუ გეშინიათ კორონავირუსის- თავს უკეთ ვგრძნობ, ვიდრე 20 წლის წინ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კლინიკიდან გაწერეს და ის თეთრ სახლს დაუბრუნდა.

 

„დღეს 18:30 საათზე უოლტერ რიდის სახელობის სამედიცინო ცენტრს დავტოვებ. თავს მართლაც კარგად ვგრძნობ. ნუ გეშინიათ კორონავირუსის. ნუ მისცემთ მას საშუალებას, თქვენს ცხოვრებაზე გავლენა მოახდინოს. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში შესანიშნავი პრეპარატები შევქმენით. თავს უკეთ ვგრძნობ, ვიდრე 20 წლის წინ!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

2 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. კოვიდინფექცია დაუდგინდა ტრამპის მრჩეველსაც. დონალდ ტრამპი უოლტერ რიდის სახელობის ეროვნულ სამხედრო-სამედიცინო ცენტრში პრევენციის მიზნით გადაიყვანეს.

“იმედი”