სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში პარასკევს თბილ ამინდს პროგნოზირებენ – ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება.
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს პარასკევს, 9 ოქტომბერს მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
მზე 07:06 საათზე ამოვა და 18:28 საათზე ჩავა.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 9, დღისით მაქსიმალური კი პლუს 20 გრადუსია ნავარაუდევი.
ქარის სიძლიერე წამში 10–15 მეტრი იქნება.
“სპუტნიკი”