ანატოლი ბიბილოვი ვლადიმირ პუტინს – მადლობას გიხდით მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთში, არამედ მთელს კავკასიაში

დეფაქტო “სამხრეთ ოსეთის” პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დაბადების 68 წელს ულოცავს და „მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის“ მის მიმართ მადლიერებას გამოხატავს.

 

„მსურს, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა ეფექტური და გადამწყვეტი ქმედებებისთვის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთში, არამედ მთელ კავკასიაში და ასევე ჩვენი რესპუბლიკის მხარდაჭერისთვის მისი თანამედროვე ისტორიის ურთულეს პერიოდში,” – აღნიშნულია ბიბილოვის მისალოც შეტყობინებაში, რომელიც მან პუტინს გაუგზავნა.

ანატოლი ბიბილოვი რუსეთის პრეზიდენტს „ჯანმრთელობას, ყველა გეგმის განხორციელებას და „დიდი რუსეთის“ სასიკეთოდ ახალ მიღწევებს“ უსურვებს.

“აიპიენი”