“ეს არის სიცოცხლით მოვაჭრე კრიმინალი, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს და ამბობს კიდეც, ახლა პარლამენტში თუ ვერ მოვხვდი, დამიჭერენო.
“ნაციონალური მოძრაობის” თუ გაერთიანებული სიის მეორე ოცეულში ვხედავ ისეთ ყაჩაღს, როგორიც არის ცეზარ ჩოჩელი, რომელმაც ახალგორი წამოიღო, შეიძლება ითქვას. ომი რომ დაიწყო, თავისი ჭაღი მოხსნა, 200 ძროხა გადარეკა მლეთის ტყეში, ხალხი მიატოვა და გამოიქცა.
და აქ რომ ჩამოვიდა, წეროვანში, სადაც ახლა დევნილებია ჩასახლებული, ეს მიწა სახელმწიფოს მიჰყიდა 10 მილიონად და მანამდე ეს მიწა ხელში ჩაიგდო ერთ ლარად.”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა
“აიპრესი”