ნავალნი ევროკავშირს მოუწოდებს, კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქებს მკაცრი სანქციები დაუწესოს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ევროკავშირს მოუწოდებს, კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქებს მკაცრი სანქციები დაუწესოს.

 

„სანქციები მთელი ქვეყნის წინააღმდეგ არ მუშაობს. მთავარია, რეჟიმის სპეკულანტებს შესვლაზე აკრძალვა დაუწესდეთ და მათი აქტივები გაიყინოს. ისინი ფლანგავენ ფულს, იპარავენ მილიარდებს და შაბათ-კვირას მიფრინავენ ბერლინში ან ლონდონში ძვირადღირებული აპარტამენტების შესაძენად და კაფეებში დასასხდომად,“- განაცხადა ნავალნიმ გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი, 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. ის 22 აგვისტოს, ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული. დასავლეთის ქვეყნების მთავრობები რუსეთს ნავალნის საქმის გამჭირვალედ და ობიექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სანქციების დაწესებით ემუქრებიან. მოსკოვი აღნიშნულ საქმესთან კავშირს უარყოფს და ნავალნის მოწამვლის ფაქტს ეჭვქვეშ აყენებს.

გუშინ „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ნავალნის სისხლის ნიმუშში ნერვული აგენტის, „ნოვიჩოკის„ კვალი აღმოჩნდა.

“აიპიენი”