რა ამოძრავებდა ორ მეორეხარისხოვან ჩინოვნიკს?სხვა გავლენიანი ძალების გარეშე ამას ისინი შეძლევდნენ?!-რევაზ კილასონია

 

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რევაზ კილასონია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დააკავა ორი ადამიანი, თითქოსდა მათ შექმენესო “საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხეო” და მოტივი?

რა იყო მოტივი? რა ამოძრავებდა, ორ, მეორეხარიეხოვან ჩინოვნიკს, რომ მათ განზრახ, რაღაც რუკები დამალეს და ქვეყანა ტერიტორიების დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენეს?

სხვა გავლენიანი ძალების გარეშე ამას ისინი შეძლევდნენ?! ნაკლებად სავარაუდოა.

თუ ამ ორ ადამიანზე დატოვა პროკურატურამ ეს საქმე, (რაც არ გამორიცხავს მათ ბრალეულობას)მაშინ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, თუ სხვა გავლენიან ძალებზეც გავიდნენ, მაშინ უკვე ოო..

თან საინტერესო ფრაზაც თქვეს-” ძირძველი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე” ანუ ტერიტორიები ჩვენიაო და თან არც დაგვიკარგავსო, უბრალოდ დაკარგვის საფრთხე შეიქმნაო, ასე რომ ამ პროცესს უნდა მიეცეს შესაბამისი მსვლელობა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადწყდეს, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გზით. პროკურატურა თავის სიტყვას ხო ვერ წაიღებს უკან?! ხოდა ველოდებით გაგრძელებას.

წყარო