რაის “წარმატებები”, რის ლგბტ უფლებები, “ლუსეთი ოკუპანწია”… ხალხის 70%-ს სიცოცხლის უფლება აქვს წართმეული- რევაზ კილასონია

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რევაზ კილასონია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

გუშინ ჩემი ძმა მომიყვა ხობის რაიონის ერთ პატარა სოფელზე..
ადგლობრივებმა მომიყვესო- აქ იყოო უზარმზარი მეურნეობაო, გადამამუშავებელი საწარმოები, სანერგე-სანაშენე მეურნეობა, ფერმები, საშრობები, უმაღლესი სტანდარტის სასოფლო-სამეურენო ტექნიკა და კიდევ უამრავი რამ.. დღეს დარჩენლია მხოლოდ ფერმის ჩონჩხი..

ამ დონის მეურნეობის მმართვრლ/მენეჯერები, დღეს ჩვენ უკვე არც გვყავს, დარგის სპეციალისტებზე რომ არაფერი ვთქვა..

მოსახლეობა კი სულს ღაფავს… ისინი არ ცხოვრობენ, ისინი არსებობენ.. ბანკიდან ბანკებში წრიალი, ხვალინდელი დღის შიში, სრული უიმედობა და ნიჰილიზმი.. ძალიან ბევრია უკვე 40 წლის მოხუცი…

რაის “თავისუფლად ვსუნთქავ”,
რის “წარმატებები”,
რის ელგებეტეების უფლებები,
ევროკავშირები,
“ლუსეთი ოკუპანწია” და
“გამიშვი გამატარე, არჩევნებზე ხმა მომეცი”?

მოსახლეობის 70%-ს სიცოცხლის უფლება აქვს წართმეული,
დიახ, არ ვაჭარბებ!!!

29%-ს ჰგონია რომ ცხოვრობს,
აი ნადვილად ვინც ცხოვრობს, არის სწორედ 1%, თავის სახლებ/ვილებით უცხოეთში, შვილების უძვირეს უნივერსიტეტებში სწავლა, დასვენებები და ა.შ.

ამ 1%-ს, საერთოდ არ ანაღვლებს ხობის რაიონის, ამ პატარა სოფელში მცხოვრები მოსახლეობის გასაჭირი საერთოდ არ ტიკვა ეს.. სრულიად ინდიფერენტულია, გულგრილია ამ ყველაფრისადმი, მათ მხოლოდ საკუთარი კომფორტის მოწყობის ობიექტებად აღიქვამს.

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვიღაცა 30 წელია გვახრჩობს, აი ყელში გვწვდა და ხელს არ გვიშვებს.

ეს სახელმწიფოდ წოდებული საფრთხობელა, საკუთარ ერს გენოციდს უწყობს.
აბა როგორ აიხსნება ის, სრულიად გაუგონარი მდგომარეობა, თუნდაც სოფლის მეურნეობაში, ელემენტარული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დეფიციტია, ხალხი 21-ე საუკუნეში თოხით და ბარით მუშაობს და ამის გამოსწორებას რა უნდოდა, თუ ამ სახელმწიფოს გული შესტკიოდეს საკუთარ ერზე?!

ჩვენ სახელმწიფო ხან გვქონდა, ხან არა,
ხან რამდენიმე მეფე-მთავრები გვყავდა,
ხან ერთი ქვეყნის შემადგენლობაში ვიყავით, ხან მეორის,
მაგრამ ერი მუდმივად იყო, ახლა კი ერის გადაგვარების, დაღუპვის სრულიად რეალური საფრთხის წინაშე ვართ.

სრულ იდიოტად მიმაჩნია ის, ვინც ამ მდგომარეობას სერიოზულად ვერ აღიქვამს და საშუალო სტატისტიკური ფრაზებით შემოიფარგლება-
” იყავი პოზიტიური, ცოტა მოეშვი, კარგიც დაინახე” ან
” როცა დემოკრატიული სტანდარტებს ავიმაღლებთ, მერე ევროკავშირ/ნატოში შეგვიყვანენ და ე მაშინ გვეშველება”.

პოზიტიური კი არა, აგერ ჩვენი მეზობლები, ერთმანეთს ბალისტიკური რაკეატებით ებრძვიან და ჩვენ კი თავდაცვის სამინისტროს ავტოპარკს ვანახლებთ.

30 წელია, ფაქტიურად ერთადერთი საექსპორტო “ნედლეული” გვაქვს-საკუთარი მოსახელობის სამუშაოებზე, სხვა ქვეყნებში გადახეწა..

რაღაც სასწაული თუ არ მოხდა, ჩვენ როგორც ერი შევწყვეტთ არსებობას.

გუშინ ამაზე ფიქრით დავწექი და დილის 4-ზე გამეღვიძა და არც მიძინია მერე.((

ერმა უნდა მოიკირიბოს კიდევ ერთხელ ძალა და გადაირჩინის თავი, სხვა გზა, სხვა მხსენელი არ ყავს.

წყარო