რუსეთის შსს-მ ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატზე სახელმწიფოთაშორისი ძებნა გამოაცხადა

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაიაზე რუსეთში სახელმწიფოთაშორისი ძებნა გამოცხადდა. ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

 

ცნობისთვის, ბელარუსის გენერალურ პროკურატურაში ტიხანოვსკაიას წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ხელისუფლების დამხობის მოწოდების მუხლით.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართა, რომელში მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. სვეტლანა ტიხანოვსკაია უსაფრთხოების მიზნით, ლიეტუვაში გადავიდა, სადაც ხელისუფლებამ მას ერთი წლით ყოფნის უფლება მისცა.

“აიპიენი”