თუ ამერიკის და ევროპის სერიოზული ჩართულობა არ იქნება, მოხდება კატასტროფა …

“თუ ამერიკის და ევროპის სერიოზული ჩართულობა არ იქნება, მოხდება კატასტროფა” – ქვეყნები, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენების მოპოვებას ცდილობენ.

სამხრეთ კავკასია ფართო მაშსტაბიანიომის ზღვარზეა. მთიან ყარაბაღში გართულებული ვითარების ფონზე, ასპარეზზე ის ქვეყნებიც გამოჩდნენ, რომლებიც კავკასიაში გეოპოლიტიკური ვითარების საკუთარი დღის წესრიგით შეცვლას ცდილობენ. “მშვიდობის მტრედი” ახლა ამერიკამ და ევროპამ უნდა ააფრინონ, თუმცა მსხვილი მოთამაშეები ჯერ დუმილს ამჯობინებენ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბრს განახლდა.

“ჩვენი შესანიშნავი არმიის წარმატებული ოპერაცია გრძელდება. ყარაბაღი აზერბაიჯანია!”, – წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კი ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტს ესაუბრა და პუტინმა სამხედრო ოპერაციების შეწყვეტის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

შეწყდება თუ არა მართლაც ყარაბაღში დაპირისპირება ძნელი სათქმელია, დღეს ამის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, მით უფრო ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება უკვე გეოპოლიტიკური სტრატეგიის ნაწილი გახდა.

ექსპერტ მამუკა არეშიძის თქმით, თუ არ მოხდება ამერიკის და ევროპის სერიოზული ჩართულობა კატასტროფული ვითარება შეიქმნება, რადგან მისი თქმით, რეგიონში გეოპოლიტიკური ბრძოლა იწყება.

“აზერბაიჯანს იარაღი შეძენილი აქვს ისრაელისგან, ასევე ჩინეთისგან და პაკისტანისგან. მეზობელ ქვეყანას ასევე ტყვია-წამლით ეხმარება რუსეთიც და კორეაც. რაც შეხება უშუალო დახმარებას, მათ ეხმარება თურქეთი და ზოგიერთი ის ქვეყანა, რომელიც შუა აზიაშია განლაგებული. აზერბაიჯანის მხარეს იბრძვიან სირიის, ლიბიის და თურქეთის მოქალაქეები.

რაც შეეხება სომხეთს, მის მხარეზე არიან სირიელი და ლიბანელი სომხები. ასევე რამდენადაც ვიცი მოხალისეები არიან სხვა ქვეყნებიდანაც ჩასულები. არსებული ინფორმაციით, დახლოებით 500-მდე მოხელისე ემზადება რუსეთიდან ჩასასვლელად. რუსეთი იბრძვის შუაში და ყველგან. სომხები იარაღს ყიდულობენ სერბებისაგან, ბერძნებისაგან და რუსეთისაგან.

თუ ამერიკის და ევროპის სერიოზული ჩართულობა არ იქნება, მოხდება კატასტროფა. სხვა შემთხვევაში აზერბაიჯანი უკვე გამჩერებელი არ არის, რადგან მას თურქეთის სახით საკმაოდ ძლიერი მოკავშირე ჰყავს”, – უთხრა kvirispalitra.ge – ს მამუკა არეშიძემ.

კითხვაზე, თუ რა ინტერესი აქვთ სხვადასხვა სახელმწიფოებს კავკასიაში, არეშიძე გვპასუხობს, რომ ეს დაპირისპირება უკვე გეოპოლიტიკური ბრძოლის ნაწილი გახდა.
“ეს არ არის მხოლოდ ამ ორი ქვეყნის დაპირისპირება, ეს არის გეოპოლიტიკური ბრძოლა. აქ გეოპოლიტიკური საკითხები წყდება, მაგალითად საბერძნეთი და თურქეთი დაპირისპირებულები არიან სხვა სივრცეში. რუსეთისა და თურქეთის ინტერესები კი ვერასოდეს დაემთხვევა სამხრეთ კავკასიის სივრცეში. ასე, რომ ორივე თავის გავლენებისთვის იბრძვის. შეერთებულ შტატებს კი საკუთარი დღის წესრიგის შექმნაზე აქვს პრეტენზია. ისლამურ სამყაროს კი თავის ინტერესები აქვს. თავის ინტერესები აქვს სომხურ დიასპორასაც”, – გვითხრა ექსპერტმა.

“ჯიპას” პროფესორის თორნიკე შარაშენიძის აზრით, სომხეთსა და აზერბაიჯანს პირდაპირ და ირიბადაც მხოლოდ რუსეთი და თურქეთი ეხმარებიან, თუმცა ეს მხარეები ღია დაპირისპირებაში არ ჩაერთვებიან, რადგან ეს არცერთის ინტერესში არ შედის.

“თურქეთი ეხმარება აზერბაიჯანს და სომხეთს რუსეთი. პირდაპირ და ირიბად ეს ქვეყნები ეხმარებიან. აზერბაიჯანს ჯერჯერობით წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს. ვითარება სახიფათო ზღვარს არ მიახლოვებია. სახიფათო ზღვარი იქნება, როდესაც აზერბაიჯანი კორიდორს აიღებს, რომლითაც სომხეთი ყარაბაღს უკავშირდება. ბაქოში თვლიან რომ ჯერ ამის საჭიროება არ არის. ცუდი ის არის, რომ მსხვერპლი, რომელიც მოჰყვა ამ დაპირისპირებას, კიდევ უფრო მეტად გააუარესებს ურთიერთობას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომელიც ისედაც არ იყო კარგი. არც რუსეთი და თურქეთი ამ ომში ღიად არ ჩაერთვებიან, ეს გამორიცხულია. თურქეთი ამის გამო რუსეთთან ომს ნამდვილად არ აპირებს. რუსეთის ამოცანაა, თურქეთი მოწყვიტოს დასავლეთის გავლენისაგან და სწორედ ამაზე მუშაობს”, – გვითხრა შარაშენიძემ.

წყარო: kvirispalitra.ge