რუსეთი გარანტიას იძლევა, რომ თუ სომხეთზე სამხედრო იერიში განხორციელდება, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„არსებობს შეთანხმების კონკრეტული ბაზა, რომელშიც წერია, რომ თუ შეიქმნება სომხეთის ტერიტორიაზე თავდასხმის პირდაპირი საფრთხე, რუსეთმა უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულება, რის გარანტიასაც მოსკოვი იძლევა,“-აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. მანამდე სომხეთის პრემიერმა კომპრომისისთვის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ფაშინიანის თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დათმობებზე აზერბაიჯანული მხარეც წავა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.
“იმედი”