ვლადიმირ პუტინი: სამწუხაროდ, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, მაგრამ ისინი სომხეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს

რუსეთს სომხეთის წინაშე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების (CSTO) ფარგლებში გარკვეული ვალდებულებები აქვს აღებული, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, რუსეთი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს ყოველთვის ასრულებდა და შეასრულებს.

„რუსეთს სომხეთის წინაშე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ფარგლებში გარკვეული  ვალდებულებები აქვს აღებული. ჩვენ ყოველთვის ვასრულებდით, ვასრულებთ და შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს,“- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ საბრძოლო მოქმედებები სომხეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს.

„სამწუხაროდ, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, მაგრამ ის სომხეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს,“- აღნიშნა პუტინმა.

“აიპიენი”