სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ორი უპილოტო საფრენი აპარატი საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
„ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა არაფრის გამორიცხვა შეიძლება. ირანისა და საქართველოს საზღვრები საფრთხის ქვეშ არის“
შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი ორი აპარატი ჩამოვარდა.
“ალია”