გერჰარდ შროდერი გამოცემა Bild-ს ნავალნისთან ინტერვიუს გამო უჩივის

გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შროდერი გამოცემა Bild-ს სასამარლოში უჩივის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Linkedin-ის გვერდზე დაწერა.

 

შროდერის აღშფოთების მიზეზი Bild-ში ალექსეი ნავალნისთან ინტერვიუს დაბეჭდვა გახდა. ინტერვიუში რუსი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ შროდერი პუტინის „ხელის ბიჭია“.

„მესმის ის მძიმე სიტუაცია, რომელშიც ალექსეი ნავალნი აღმოჩნდა, თუმცა ინტერვიუში ის ცრუობს, თითქოსდა ფარულად ვიღებ რუსეთისგან ფულს. ამასთან, არც იმას მალავს, რომ მტკიცებულებები არ აქვს. ამის მიუხედავად, BILD-Zeitung-მა და bild.de-მ მისი ინტერვიუ გამოაქვეყნეს. ამით ამ გამოცემებმა ჩემი უფლებები უხეშად დაარღვიეს, რის გამოც მე მათ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შევიტან“, – წერს შროდერი.

ალექსეი ნავალნი რუსეთის ქალაქ ტომსკში 20 აგვისტოს მოწამლეს. სამკურნალოდ ის ბერლინში გადაიყვანეს, სადაც დადასტურდა, რომ ოპოზიციონერი ნევრულ-პარალიტიკური აგენტით „ნოვიჩოკით“ იყო მოწამლული. მოსკოვი ოპოზიციონერის მოწამვლასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

“იმედი”