— ღორები, ნაცქოცები და აფრიკული ციება —
აფრიკული ციება ღორის მომაკვდინებელი დაავადებაა. ის ნაცების ხელისუფლებისას გავრცელდა საქართველოში და მეღორეობა როგორც დარგი ფესვიანა მოსპო. განსაკუთრებით ის რეგიონები გააღარიბა სადაც ასიათასობით სული ღორი იზრდებოდა ბუნებრივ პირობებში და ეკოლოგიურად უსუფთავეს პროდუქტს იძლეოდა. სამაგიეროდ ეს შემოსავალი მათ ხელში გადავიდა ვინც ღორის გარეშე დარჩენილ საქართველოში გაყინული ხორცის შემოტანა დაიწყო კანადიდან და სხვა ქვეყნებიდან. არადა ეპიდემიის (აფრიკული ციების) გავრცელებისას როცა მაგალითად თიანეთში ათასობით ღორის ლეში მზის გულზე იხრწნებოდა არავითარი სანეპით და ვეტერინალური ღონისძიება არ ჩატარებულა და მიწა დღესაც გაჯერებულია აფრიკული ციების ბაქტერიებით. გლეხს არათუ ბაზრისთვის არამედ ოჯახისთვის უჭირს ღორის გაზრდა, რადგან ცხოველი საღორიდან გამოშვებისთანავე ავადდება მომაკვდინებელი აფრიკული ციებით. ჩაკეტილობაში კი ღორის გაზრდა წამგებიანია. წელს თიანეთის ტყეებს ისევ უამრავი რკო, წიფლის ნაყოფი და ხილ-კენკრა ასხია, რომელიც ნეშომპალად ჩალპება მიწაში. არადა უთვალავი ღორი გამოიზრდებოდა ამ ბუნების დოვლათით (ისე როგორც ასწლეულების მანძილზე) და მილიონობით შემოსავალს მიიღებდა ეს პატარა რაიონი საშობაოდ. სწორედ მეღორეობის მოსპობამაც გატეხა და დაცალა ეს ედემივით რაიონი მოსახლეობისგან, სამაგიეროდ მათი ოჯახებია აშენებული ვინც აფრიკული ციება გაავრცელა ასე ბარბაროსულად საქართველოში, ღორის ხორცის ბიზნესი ცენტრალიზებულად ჩაიგდო ხელში და მისი იმპორტით დიდი ფული იშოვა. ასეთები ალბათ ახლაც საარჩევნო ბანერებზე არიან გამოჭიმულები ნაცების ან გაქოცებული ნაცების მაძღარი სახეებით.
აირჩიეთ ქოცნაცები ქართველებო და რაც შეგრჩათ ისიც სანატრელი გაგიხდებათ…