ირაკლი კობახიძე – პარლამენტში მინიმუმ 100 დეპუტატით შევალთ!

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ “ქართული ოცნება” მე-10 მოწვევის პარლამენტში მინიმუმ 100 დეპუტატით შევა და მთავრობასაც მთლიანად ის დააკომპლექტებს.

– ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ 50%-ს მნიშვნელოვნად გადაცდება ჩვენი მაჩვენებელი. ვფიქრობთ, ჩვენი მაჩვენებელი შეიძლება იყოს 60% ან მეტიც. აქედან გამომდინარე 70 კაცი შეიძლება იყოს გამსვლელი პროპორციული სიიდან, რაც ნიშნავს მთლიანობაში 100 დეპუტატს. ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ 100 დეპუტატით ვიყოთ წარმოდგენილი შემდეგ პარლამენტში – ამბობს კობახიძე.

წყარო: bfm.ge