ქალი, რომელიც 20 წელია ავტომობილში ცხოვრობს

თბილისში, ისანში, ქალი, 20 წელია ავტომანქანაში ცხოვრობს.

განვლილ, უმძიმეს წლებს ემოციის გარეშე ვერ იხსენებს. საკუთარი სახლი სხვამ წაართვა, რის გამოც ქუჩაში დარჩა, ისტორიას “ნანუკას შოუ”-ში ყვება:

,,უკვე 20 წელია ავტომონქანაში ვცხოვრობ. ჩემი ისტორია ძალიან მძიმეა. საგარეჯოს რაიონში ვცხოვრობდი, ავაშენეთ ბინები, მამულზე, თურმე ეს მამული ბიძაშვილის იყო, გაიზარდა და წამართვა. ბოლოს ქუჩაში აღმოვჩნდი. მარტო ვიყავი და წამოვედი შვილთან, მაგრამ მასაც არ აქვს პირობები. ავტომობილი სხვამ დამითმო. დაწოლისას, რომ ვერ ვეტევი, იძულებული ვარ, კარი გავაღო და ფეხები გარეთ მქონდეს. იმის მეშინია ძაღლმა არ მიკბინოს. უმისამართო რომ ვარ, სოციალური დახმარებაც არ მაქვს. შეიძლება ისე მოვკვდე ამ მანქანაში რომ ვერავინ გაიგოს”

 

“ალია”