2021 წელს მთავრობა 17,071 მლრდ ლარის დახარჯვას გეგმავს, ეს კი მიმდინარე წელთან შედარებით 1.1 მლრდ ლარით მეტია. ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა, რომ 50 მლნ ლარზე მეტით იზრდება სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები და ის 1,6 მლრდ ლარით არის განსაზღვრული.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით მთავრობა საგადასახადო შემოსავლების გაუმჯობესებას პროგნოზირებს. კერძოდ, 2020 წლისთვის საგადასახადო გეგმა 8,979 მლრდ ლარით არის განსაზღვრული, 2021 წლისთვის კი, საგადასახადო შემოსავლების 10.450 მლრდ ლარამდე ზრდა არის დაგეგმილი.
2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს მთავრობა დამატებით 2,174 მლრდ ლარის ახალი საგარეო ვალის აღებას გეგმავს. წელს კი ახალი საგარეო ვალის აღებით მიღებული შემოსავალი 6,187 მლრდ ლარით არის განსაზღვრული.
რაც შეეხება სამინისტროების დაფინანსებას, პროექტის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა ისევ გამოყოფილა ჯანდაცვის სამინისტროსთვის.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სამინისტროების ასიგნებები ასე გადანაწილდა:
მთავრობის ადმინისტრაცია – 15,500 მლნ ლარი
ფინანსთა სამინისტრო – 81,000 მლნ ლარი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 356, 500 მლნ ლარი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 2,421 მლრდ ლარი
იუსტიციის სამინისტრო – 251,000 მლნ ლარი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 4,852 მლრდ ლარი
საგარეო საქმეთა სამინისტრო – 156,000 მლნ ლარი
თავდაცვის სამინისტრო – 900,000 მლნ ლარი
შინაგან საქმეთა სამინისტრო – 790,000 მლნ ლარი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 415,805 მლნ ლარი
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 1,738 მლრდ ლარი
ამასთან, პარლამენტისთვის წარდგენილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2021 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში არის დაგეგმილი.
წყარო: bpn.ge