2020 წლის 31 ივლისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 6,594 მლრდ დოლარს, ანუ 20,257 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა თვესთან შედარებით, 1,490 მლრდ ლარით მეტია. საკითხავია, ერთ თვეში ამხელა ვალის აღება რაში დასჭირდა ოცნებას?! გამოდის, რომ პანდემიის და წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მიერ გაცემული ყველა ე.წ. დახმარება ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს დაედო ვალად და მათი გასასტუმრებელი იქნება!!!
ფაქტია, რომ 2020 წლის 30 ივნისის მონაცემებით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 18,766 მლრდ ლარს შეადგენდა.
ერთ თვეში კი 20, 257 (თითქმის მილიარდნახევრით მეტი) გახდა!
მილიარდობით დოლარის კრედიტებით ინფრასტრუქტურული პროექტების და მშენებლობების განხორციელება ჯერ კიდევ სააკაშვილმა დაიწყო და ოცნების ხელისუფლებამ უფრო დიდ ვალებში ჩააგდო ქვეყანა, რომელსაც კრედიტორები ჩვენი მომავალი თაობებიდან ამოიღებენ და თანაც საკმაო სარგებლით…
ცნობისათვის, 2012 წლის ბოლოსთვის საგარეო ვალი შეადგენდა 9 მილიარდ ლარს და ,,ოცნების” დროინდელი ის ეკონომიკური ვითომ ზრდა, რომელიც საშუალოდ წლიური 4% -ია, ძირითადად ვალების დამატების პარალელურად მიმდინარეობს, რომელიც დადგენილი ვადის განმავლობაშია გადასახდელი, ხოლო მომსახურეობის გარკვეული პროცენტული წილი აუცილებლად აისახება ტარიფებში, იქნება ეს დენის, გაზის, თუ სხვა…
აგერ ჩამონათვალი, რომელი მსოფლიო ფინანსური ორგანიზაციების და ქვეყნების ვალების გასტუმრება მოუწევს (პროცენტებით) ჩვენს შთამომავლობას:
აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 4, 363 მლრდ ლარი
მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) – 2, 851 მლრდ ლარი
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) 2, 494 მლრდ ლარი
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1, 884 მლრდ ლარი
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – 99,699 მლნ ლარი
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) – 3,253 მლნ ლარი;
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 444,751 მლნ ლარი;
ევროგაერთიანება (EU) – 137,127 მლნ ლარი;
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) – 108,096 მლნ ლარი;
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – 638, 099 მლნ ლარი;
სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) – 2,608 მლნ ლარი.
რაც შეეხება ქვეყნებს, ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან საფრანგეთი ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 31 ივლისის მდგომარეობით არის – 1, 715 მლრდ ლარი;
გერმანია – 1,515 მლრდ ლარი;
იაპონიაა – 664,896 მლნ ლარი.
სომხეთი – 19,434 მლნ ლარი;
აზერბაიჯანი – 18,759 მლნ ლარი;
ავსტრია – 58,475 მლნ ლარი;
ჩინეთი – 2,632 მლნ ლარი;
ირანი – 14,173 მლნ ლარი;
ყაზახეთი – 33,940 მლნ ლარი;
კუვეიტი – 24,202 მლნ ლარი;
ნიდერლანდები – 1,544 მლნ ლარი;
რუსეთი – 141,367 მლნ ლარი;
თურქეთი – 36,188 მლნ ლარი;
თურქმენეთი – 648 ათასი ლარი;
უკრაინა – 212 ათასი ლარი;
ამერიკა – 53,630 მლნ ლარი;
უზბეკეთი – 232 ათასი ლარი.
P.S. ტელეზომბირებული და ნაც-ქოცებად დაყოფილი ხალხი კი ერთმანეთს ჭამს იმისთვის, რომ ხან ერთმა ხელისუფლებამ ჭამოს, ხან მეორემ – თვითონ კი სულ მშიერია…