აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე – ჩვენ შევცვალეთ სტატუს-კვო

“ჩვენ უკვე შევცვალეთ სტატუს-კვო. სტატუს-კვო, აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციის საფუძველზე დაარსდა, რომლის გაძლიერებასაც სომხეთი ცდილობდა”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ჰიკმეთ ჰაჯიევმა განაცხადა.

მისივე თქმით, სომხეთის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საპასუხო ზომების განმავლობაში სტატუს-კვო შეიცვალა, რომელიც ყველამ მიუღებლად აღიარა, მაგრამ ის არსებობას განაგრძობდა.