2020 წლის ნოემბრისთვის სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ აცხადებს, ინტერესთა გამოხატვას თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტზე.
იმპორტის საორიენტაციო მოცულობა 120.35 მლნ კვტ.სთ-ია.
შემოთავაზების წარმოდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს (არარეზიდენტ იურიდიულ პირს ან სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მიერ ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე იმპორტიორ კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრირებულ რეზიდენტ იურიდიულ პირს).
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 12 ოქტომბერი, 17:00 სთ (თბილისის დროით).
წარმოდგენილი შემოთავაზებების განხილვა ჩატარდება 2020 წლის 13 ოქტომბერს, 14:00 საათზე (თბილისის დროით)
სახელმწიფო კომპანია იმპორტის განმახორციელებელი კომპანიისგან ითხოვს, რომ რეჟიმულად მაქსიმალური სიმძლავრე იყოს მოწოდებული ღამის მინიმუმის დროს (თბილისის დროით 02:00-დან 08:00-მდე), ხოლო სამუშაო დღეებში – 200 მგვტ, დასვენების დღეებში – 150 მგვტ, დღე-ღამის დანარჩენ საათებში გადადინება არ უნდა აღემატებოდეს 250 მგვტ-ს.
ცნობისთვის, საქართველომ ელექტროენერგია თურქეთიდან 2019 წლის ნოემბერშიც შეიძინა, მასინ იმპორტის მოცულობამ 119 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა.
წყარო: report.ge