სავაჭრო ცენტრი “თბილისი ცენტრალი” დაიკეტა. სავაჭრო ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. კორონავირუსის შემთხვევები თბილისი ცენტრალსა და ოქროს ბირჟაზე დაფიქსირდა. როგორც ნეტგაზეთს განუცხადეს სავაჭრო ცენტრი ორშაბათს, 12 ოქტომბერს, დილის 9 საათზე გაიხსნება.
რაც შეეხება “თბილისი ცენტრალში” არსებულ რკინიგზის სადგურსა და სალაროებს, როგორ რკინიგაზაში აცხადებენ, ისინი მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ.
როგორც ცნობილია, კორონავირუსის გამო “ოქროს ბირჟა” 6 ოქტომბრის შემდეგ, ორი კვირით დაიხურა.
წყარო: commersant.ge