აზერბაიჯანმა და ერევანმა დაადასტურეს თავიანთი საგარეო საქმეთა მინისტრების მოსკოვში დაგეგმილ კონსულტაციებში მონაწილეობა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვმა სააგენტო TASS-ს განუცხადა.
„ბაქომ და ერევანმა მოსკოვის კონსულტაციებში მონაწილეობა დაადასტურეს. მიმდინარეობს ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები,“- განაცხადა ზახაროვამ.
მისივე თქმით, შეხვედრა საგარეო მინისტრების დონეზე გაიმართება.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის დღეს მოსკოვში მიიწვია.
წყარო: IPN.GE