საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მხარდამჭერებს მიმართავს და მოუწოდებს, წინასაარჩევნოდ, პროვოკაციებს არ წამოეგონ.
მთავრობის მეთაურის თქმით, “ქართული ოცნება” 31 ოქტომბრის არჩევნებში, პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
“რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ პირველ ტურში და გავიმარჯვებთ თანასწორ და სამართლიან ბრძოლაში. მინდა ჩვენ თითოეულ მხარდამჭერს მოვუწოდო, არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციებს. “ქართული ოცნება” დღეს იმდენად ძლიერია, რომ ჩვენს მოწინააღმდეგებს კონკურენტებს ერთადერთი, რაც დარჩენიათ, არის პროვოკაციები. ჩვენ უნდა გვქონდეს მოთმინების უდიდესი ძალა საერთო გამარჯვებისთვის, ქვეყნის გამარჯვებისთვის, რომ ეს ყველაფერი გადავიტანოთ ღირსეულად, მოვითმინოთ და სამართლიან ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ. ეს უნდა იყოს ქვეყნის გამარჯვება” – განაცხადა გიორგი გახარიამ ონში, მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისას.
წყარო: fortuna.ge