იცოდით, რომ დასავლეთი იმდენად გადაგვარდა და გამოთაყვანდა, რომ ასეთი რამ გამოიგონეს? მამაკაცის სასქესო ორგანოს ბლოკირება პროგრამული მხარდაჭერით, რათა მამაკაცმა ქალს არ უღალატოს?
ევროპა-ამერიკის ყველაზე უფრო კარგი მცოდნე სპეციალისტებიც გაოცდნენ ჩვენს რედაქციაში, როდესაც ასეთი რამ აღმოაჩინეს. კერძოდ, მამაკაცებს სთავაზობენ სპეციალურ მოწყობილობას, სახელწოდებით Qiui Cellmate, რომელიც პენისზე მაგრდება და კომპიუტერული პროგრამით/მობილური აპლიკაციით იმართება – ბლოკირება ამ გზით ყენდება და იხსნება.
ახლახანს, ამ “გენიალურობის” გამომგონებელ კომპანიას პრობლემები შეექმნა, რადგან მამაკაცის სექსუალური პარტნიორის – ქალის, მამაკაცის ან სულაც ორანგუტანის გარდა, მოწყობილობის ბლოკირება ნებისმიერს შეუძლია, ვინც დაუშიფრავ გადამცემ სიგნალს დაიჭერს. მოწყობილობას არ გააჩნია დებლოკირების ექსტრემალური მექანიზმი და ამიტომ, თუკი ბოროტი იუმორის მქონე დამრღვევები დაბლოკავენ ვინმეს პენისს, საჭირო გახდება მექანიკური ჩარევა – ქანჩების სახერხი ხელსაწყოთი.
ეს ხუმრობა არ არის, პატივცემულო ქართველო მკითხველო, ბოდიში ნატურალური წვრილმანებისათვის! შეგიძლიათ იხილოთ ინგლისურენოვანი ბმული ამ გაჯეტის პრობლემების აღწერილობით – აქ, ასევე ვიდეო და თავად დარწმუნდეთ, რომ საკმაოდ სერიოზული “სჯა-ბაასი” მიმდინარეობს ამ აშკარად უკიდურესი სულიერი და გონებრივი დაცემის შესახებ.
უკვე იყო შემთხვევები, რომ გაჯეტი დაიბლოკა, მომხმარებლებს კი ამის გამო პრობლემები შეექმნათ… აი რით არის დაკავებული დასავლური “დემოკრატია”, რომლის იმედი, თურმე უნდა გვქონდეს ქართველებს! ვაი, საცოდავო საქართველოვ!