საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რევაზ კილასონია სოციალურ ქსელში გზავნილს და ეკრანის ფოტოს ავრცელებს:
ამაზე ვამბობდი ერთ ჩემს პოსტში, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, უნდა მოიპოვო ისე, როგორც მანქანის ტარების, ექიმობის, იურისტობის და ა.შ. უფლება.
მით უმეტეს, როცა პოტენციურად, ერთმა ხმამაც კი, შეიძლება ქვეყნის მომავალზე გავლენა იქონიოს.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება უმნიშვნელოვანესი და ერთერთი ყველაზე საპასუხისმგებლო უფლებაა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი ადამიანები წავლენ არჩევნებზე და გადაწყვეტენ ჩვენს მომავალს, რადგან მათ დღეის მდგომარეობით, ეს უფლება აქვთ.