„კანონიერი ქურდი“ ზაქარია კალაშოვი, იგივე „შაქრო მალადოი“ ამჟამად რუსეთის ციხეში 10-წლიან სასჯელს იხდის. კრიმინალური სამყაროს ნათლიმამა 2018 წელს საკუთარ ფეშენებელურ სასახლეში დააპატიმრეს.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ფოტო მასალა, რომელიც გავლენიანი „კანონიერი ქურდის“ მდიდრულ ქონებას ასახავს. ირკვევა, რომ შაქრო კალაშოვი და მისი მეუღლე მარინა გოლდბერგი უპირატესობას ბაროკოს სტილს ანიჭებენ.
ეროვნებით ქურთი შაქრო კალაშოვი 1953 წლის 20 მარტს თბილისში დაიბადა. 2000-იანი წლების დასაწყისში საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა და იქ საკუთარი დანაშაულებრივი ქსელი შექმნა.
ესპანეთში „რუსული მაფიის“ წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მან მიმალვა მოახერხა, თუმცა 2006 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მაინც დააკავეს და ესპანეთს გადასცეს.
ესპანეთში სასჯელის მოხდის შემდეგ კალაშოვი რუსეთში დაბრუნდა, სადაც 2016 წელს საკუთარ ფეშენებელურ სასახლეში, სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს. სასამართლომ მას 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ წლების წინ, მას საქართველოში არანაკლებ მდიდრული სასახლე ჩამოართვეს. მოგვიანებით, იქ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურია განთავსდა.
ასე გამოიყურება კალაშოვის სასახლე მოსკოვის მახლობლად.
“პრაიმტაიმი”