დავით გარეჯის საკითხის ირგვლივ შექმნილ ვითარებას “ქართული მარში” აპროტესტებს.
ორგანიზაციის წევრები დღეს დავით გარეჯის მიმართულებით მსვლელობას და ადგილზე მშვიდობიანი აქციის გამართვას გეგმავენ.
“ჩვენი პროტესტის უმთავრესი მიზეზი არის, რა თქმა უნდა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გაყიდვა. ასევე, ის მოღალატეობრივი ქმედება, რაც ჩაიდინა თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც ქართველი ერის ნების საწინააღმდეგოდ, აზერბაიჯანის სახელმწიფოს ფაქტობრივად გადასცა საქართველოს ძირძველი უწმინდესი ტერიტორიები,”- აცხადებს “ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის” თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძე.
“რუსთავი2”