სასულიერო პირებმა, რომლებმაც დავით გარეჯის საკითხზე ჩვენება მისცეს, სავარაუდოდ, ცრუ მოწმეები არიან, ხოლო საპატრიარქო ბინძური სამუშაოების შემსრულებელია. ამის შესახებ “2020NEWS“-ს მეუფე პეტრემ განუცხადა.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდში დავით გარეჯის საკითხი საპატრიარქოში არასდროს დამდგარა.
“წინა ხელისუფლების პერიოდში საპატრიარქოში
დავით გარეჯის საკითხი განსახილველად
არასდროს დამდგარა და არც სინოდის სხდომაზე განხილულა.
ინფორმაცია არ მაქვს, დავით გარეჯის საკითხზე თუ რომელმა მამაოებმა მისცეს ჩვენება, მაგრამ ვეჭვობ, რომ ცრუ მოწმეები არიან.
ეჭვი მაქვს იმიტომ, რომ საკითხი ბოლომდე პოლიტიზებულია და წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილია. ხოლო, წინასაარჩევნოდ საპატრიარქო ამ ბინძური სამუშაოების შემსრულებელია. საპატრიარქო არ ემსახურება ღმერთს, არამედ ემსახურება მამონას“, – ამბობს “2020NEWS“-თან მეუფე.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ სამთავრობო კომისია უნდა შეიქმნას და მან უნდა დაადგინოს, ბოლშევიკების პერიოდიდან დღემდე, დავით გარეჯის კომპლექსთან სასაზღვრო ზოლის დადგენაში ვის რა ბრალი მიუძღვის.
“ალია”