ველოდები, რომ საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს- ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ის საფრანგეთის პრეზიდენტისგან მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებას ელოდება.

 

„მსურს, ხაზი გავუსვა სომეხი ხალხის, სომხეთისა და მთიან ყარაბაღის კმაყოფილებას საფრანგეთის პრეზიდენტის გულწრფელი, სიმართლეზე დაფუძნებული პოზიციის გამო. შემიძლია ვთქვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტიდან, საფრანგეთისგან მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას ველოდები. ჩემი მოლოდინი ნამდვილად არის ის, რომ საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს,“- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა Tv5Monde-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, 27 სექტემბრის შემდეგ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები არ წყდება.

“აიპიენი”