ბელარუსის ლიდერი ოპოზიციის ლიდერებს უჩვეულო ვითარებაში შეხვდა. შეხვედრა საგამოძიებო იზოლატორში გაიმართა, სადაც ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
მოლაპარაკება ოთხ საათ ნახევარს გაგრძელდა. მხარეებმა საკონსტიტუციო რეფორმაზე იმსჯელეს. შეხვედრას ლუკაშენკოს ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი ვიქტორ ბაბარიკოც ესწრებოდა, რომელსაც ეკონომიკურ დანაშაულში ედება ბრალი.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 2 თვეა, გრძელდება. ოპოზიცია მოქმედი პრეზიდენტის გადადგომას და საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებით ჩატარებას მოითხოვს.
23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი. ღონისძიებას ასობით ბელარუსი საჯარო მოხელე დაესწრო. ცერემონიის კადრები ადგილობრივ მედიაში მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ გავრცელდა. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიმ კი თავი ბელარუსის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოაცხადა.
“იმედი”