ჩამწერეთ მეც მოღალატეთა სიაში! არ მინდა თქვენეული პატრიოტობა და სამშობლოს სიყვარული- ირაკლი დოჭვირი

ირაკლი დოჭვირი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

ჩამწერეთ მეც მოღალატეთა სიაში! არ მინდა თქვენეული პატრიოტობა და სამშობლოს სიყვარული.
სამშობლოს მტერმა იგორ გიორგაძემ მოიძია და ქართულ მხარეს გადასცა 1938წ ბერიასეული საქართველოს რუკა. ამ რუკით დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს საზღვრებშია.
ნაციონალების დროს მომუშავე საზღვრის სადემარკაციო კომისიამ იცოდა რა ამ რუკის არსებობა აზერბაიჯანის სასარგებლოდ აღნიშნული ნივთმტკიცება გადამალა ან გაანადგურა. რის შედეგადაც დავით გარეჯის მონასტრის ნაწილი აზერბაიჯანს გადაულოცა. ალბათ სანაცვლოდ ალიევმა სააკაშვილს რაღაც თანხა გადასცა. ანუ სამშობლოს პატრიოტმა სააკაშვილმა ქართული მიწა გაყიდა!
ეს ყველაფერი არ გამოპარვია სამშობლოს მოღალატეს, სუკის გენერალს იგორ გიორგაძეს. მან მოიძია რუკა და 2013წ ოცნების მთავრობას გამოუგზავნა რომ დაეწყოთ მოქმედება. უკვე აქედან ჩანს ოცნების სიყვარული სამშობლოსადმი. მთელი 7 წელი მიჩქმალული ქონდათ ეს ფაქტი და ახლა წინასაარჩევნო პიარისთვის გამოიყენეს. დააპატიმრეს (სამართლიანად) სადემარკაციო კომისიის ორი წევრი, მაგრამ ტერიტორიული პრეტენზია აზერბაიჯანული მხარისთვის არ წარუდგენიათ და არც წარადგენენ. აზერებს დარჩებათ გარეჯი.
ესაა სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი. ყველა პატრიოტი მის წილ საქართველოს ყიდის! ამიტომ ჩამწერეთ თუ ჯერ არ ჩაგიწერივართ მოღალატეთა სიაში იგორ გიორგაძის გვერდით.

წყარო