თუ თურქეთი ისევ გააგრძელებს რუსეთის “დაკნინებას”, რუსეთს “მოუწევს” შესაბამისი პასუხის გაცემა..-რევაზ კილასონია

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რევაზ კილასონია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

თურქეთ/ყარაბაღზე

გეოსტრატრგიულ დონეზე, ვის აწყობს რეგიონში ცხელი წერტილები, ამაზე უკვე ვილაპარაკე-აშშ-ს.

იქვე ვთქვი, რომ თურქეთს არ აწყობს ამ ეტაპზე რუსეთთან დაძაბულობა და ზოგად, “პარტნიორულ” ურთიერთობას- თითქასდა ინარჩუნებს, თუმცა, ამავე დროს, რუსეთთან ხისტ პოზიციაზეც უარს არ ამბობს-ყარაბაღის ომი, უკვე მესამე ომია, სადაც თურქეთი, მხარედ გამოდის რუსეთის გეოსტრატრგიული ინტერესების წინააღმდეგ, მანამდე იყო/არის სირია და ლიბია.
სირიაში ერდოღანი -ასადის წინააღმდეგია, ლიბიაში ხალიფა ხაფთარის, რუსეთი კი პირიქით- ამ პერსონებს უჭერს მხარს.

რატომ აკეთებს ამას თურქეთი?! თან საკამოდ გამომწვევადაც?!
რთული სათქმელია, თუმცა რამდენიმე მოტივი შეიძლება ამოძრავებდეს, პირველი ის, რომ შეზღუდოს რუსეთის მზარდი გავლენები ახლო-აღმოსავლეთში,(ეს ამერიკის ინტერესებსაც ემთხვევა)
მეორე ის, რომ დასავლეთს დაანახოს, -რუსეთთან შეუძლია ხისტი ურთიერთობაც და ამაზე წამსვლელია, ამის მაგალითია ზემოთ ნახსენები, სამი, ე.წ. ასიმეტრიული ომი- ყარაბაღი, სირია, ლიბია,
მესამე ის, რომ წინააზიელ “მოძმე” სახელმწიფოებს-პირველ რიგში თურქმენეთს და ტაჯიკეთს დაანახოს თავისი “ძალა და უნარი”, რომ რეგიონში წამყვანი ძალაა და ამით იქაც შეამციროს რუსული გავლენები.(ჩემი ინფორმაციით, თურქეთი ძალიან ბევრ ე.წ. სოციალურ პროგრამას აფინანსებს ამ ქვეყნებში- ენის შემსწავლელი კურსები, სტუდენტების გაცვლა და ა.შ.)

ასეა თუ ისეა, ის მოქმედებს, აქტიურობს “გაღმა ედავება, გამოღმა შერჩენის” მიზნით.

სხვა საკითხია, თუ რატომ “ითმენს” ამდენს რუსეთი, თუმცა ფაქტია- თუ თურქეთი ისევ საჯაროდ, გამომწვევად, გააგრძელებს რუსეთის “დაკნინებას”, რუსეთს “მოუწევს” შესაბამისი პასუხის გაცემა და სავარაუდოდ, ეს არ იქნება ე.წ. ასიმეტრიული ომი.

რთული პერიოდი დგება.

წყარო