აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ახალ მონაცემებს ავრცელებს

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სომხეთის სამხედრო მოქმედებების შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა, 207 დაიჭრა.

მნიშვნელოვნად დაზიანდა 148 სამოქალაქო ობიექტი, 57 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი და 1 185 კერძო სახლი.

წყარო: cyc.ge