მსახიობი გივი სიხარულიძე ტელეკომანია „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „მენტალური ომები“ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე საუბრობს. მისი თქმით, დღეს საზოგადოება სიყვარულის დეფიციტს განიცდის.
„ქალების უმრავლესობა დაშორდა უფლის მცნებას და სატანას ჩამოართვა ხელი.
ჩემს შვილიშვილს რომ ცემა დაუწყოს ქმარმა, სასიკვდილოდ ვცემ და შვილიშვილს წამოვიყვან. თუ მამაკაცი ხარ ცოლი საცემი არ უნდა გაგიხდეს.
ეს პატარა ლაწირაკები, რომ მიყვებიან და თხოვდებიან მათ ერთმანეთის ფასი არ იციან, არიან უსიყვარულოდ და 27-ჯერ თხოვდებიან ან მოჰყვათ ცოლი.
ამით რომ ტრაბახობ, ცოლებისა და ქმრების გამოცვლით ამიტომაა ამდენი ძალადობა. დღეს სიყვარულის დეფიციტია“
“ალია”