“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე კახეთში გლეხებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
როგორც ის აღნიშნავს, სოფლებში საშინელი სიღარიბეა და გლეხის შრომა არ ფასდება.
“გლეხები უბრალოდ, აღარ კრეფენ მოსავალს, რადგან აზრი აღარ აქვს. 60 თეთრად ოჯახში რაღაცა ხომ უნდა მიიტანოს. ჩვენი პირობაა, რომ გლეხის შრომა დაფასდება, აი ეს უნდა გავაკეთოთ. დღე და ღამე მუშაობენ, საკუთარი ხელებით შრომობენ, დიდი სურვილი აქვთ მოსავალი მიიღონ და ოჯახი ამით არჩინონ, რათა შიმშილის პრობლემა არ ჰქონდეს ზამთარში, მაგრამ უმოქმედოდ არიან, ზამთარი როგორ უნდა გადაიტანოს ამ ხალხმა?
ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ 31 ოქტომბერს ხალხის ხმა გაიმარჯვებს და ეს სიღარიბე საბოლოოდ დასრულდება!” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
წყარო: newposts.ge