აზერბაიჯანი და თურქეთი ძმები არიან. ჩვენი დაშორება შეუძლებელია. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და გაკეთებას ვაგრძელებთ, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა განაცხადა.
“არის აგრესორი, ბარბაროსული სომხეთი, რომელმაც ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. ჩვენ ამ ხალხს უნდა ვკითხოთ: 30 წლის განმავლობაში, ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები დიალოგის შედეგებს ელოდებოდნენ, რა გააკეთეთ ამისთვის? პასუხი – ნული. ამ ბრძოლაში თურქეთი ბოლომდე აზერბაიჯანის გვერდით არის. ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს იცავდნენ. სომხეთი ამის არაგულწრფელად მოეკიდა და ეს პირობა არ შეასრულა. ისინი მშვიდობიან მოსახლეობის რაკეტებით განადგურებას განაგრძობდნენ” – განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუს აქარიმ.
წყარო: report.ge