მათ ამოძრავებთ შიში და სიძულვილი, მე მამოძრავებს სიყვარული

“ისინი (ქართული ოცნება) გვეუბნებოდნენ, გვითვლიდა ივანიშვილი ყველა ხვრელიდან, რომ აქ არ მოვსულიყავი. დაავალეს ქურდს – შუშანაშვილის, რომელიც საბერძნეთშია, ჩაეშალა ეს შეხვედრა” – ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილმა ათენში, ემიგრანტებთან შეხვერაზე.

“სპეციალურად გვაფრთხილებდნენ რომ არ ჩამოვსულიყავით. საზღვარზე არ გამოგვატარებდნენ, იქ რაღაც საჩივრები დაწერეს თითქოს. მაგრამ, მე აქ ჩამომიყვანა მხოლოდ ერთმა გრძნობამ, მათ არ უნდოდათ რომ ჩამოვსულიყავი, იმიტომ რომ მათ ამოძრავებთ ერთი რამ – შიში და სიძულვილი, მე მამოძრავებს სიყვარული, ამიტომ სრული შეუპოვრობა და გამბედაობა, როცა საქმე ეხება სიყვარულს.
ზუსტად ვიცი, სიძულვილით ქვეყნები არ აშენებულა, შიშით ქვეყნები არ აშენებულა. სიყვარულით ავაშენეთ საქართველოში ის რაც ავაშენეთ” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ემიგრანტებთან შეხვერაზე.

 

“აიპრესი”