უცნობმა პირმა ხორვატიის პარლამენტთან ცეცხლი გახსნა და პოლიციელი დაჭრა

უცნობმა პირმა ხორვატიის პარლამენტის შენობასთან ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ Associated Press წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა პოლიციის თანამშრომლებს რამდენჯერმე ესროლა და ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით მან თავი მოიკლა.

ინციდენტის შედეგად 31 წლის პოლიციელი დაიჭრა. მას ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

წყარო: report.ge