საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში, დღეს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაგრძელდება. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს “ქართული ოცნების” წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე წარუდგენს.
დეპუტატების თქმით, მსჯელობა ძირითადად კორონავირუსის ფონზე არსებულ მზარდ რისკებსა და 2021-2024 წლების მაკროეკონომიკური მიმართულებით არსებულ პროგნოზებზე იქნება.
2021 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის ფინანსურ დოკუმენტთან შედარებით, მილიარდ 150 მლნ ლარით მეტია. მას დეკემბრის ბოლოს ახალი მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს.
“ბიუჯეტის განხილვის პროცესში 2 მნიშვნელოვანი მომენტი უნდა იყოს გათვალისწინებული. პირველი გახლავთ მზარდი რისკები კორონავირუსთან დაკავშირებით და 2021-2024 წლების მაკროეკონომიკური პროგნოზი, რომელიც სავალუტო ფონდმა უნდა გააკეთოს. ეს პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება. ბიუჯეტის დაკორექტირების შემდეგ, კი მასში აისახება ყველა ის ღონისძიება, რომელიც პანდემიასთან ბრძოლასთან იყო დაკავშირებული იყო და ასევე, ყველა იმ ღონისძიების რომელიც ეკონომიკის რეაბილიტაციასთან იქნება დაკავშირებული,”- განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ.
“რუსთავი2”