საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ძალა ერთობაშიას“ სიის წევრებსა და აქტივისტებს მიმართავს, ხალხთან პირდაპირი კომუნიკაცია იქონიონ, გავიდნენ ველზე, რადგან მხოლოდ ფეისბუკზე წერა არ არის საკმარისი.
“31 ოქტომბერი არის ისტორიული არჩევნები, რადგან ამ დღეს გადაწყდება გვექნება ქვეყანა თუ საქართველო საერთოდ გაქრება რუკიდან. ამიტომ, მე მინდა მოგმართოთ გაერთიანებული ოპოზიციის [ძალა ერთობაშია] სიის წევრებს და ყველა აქტივისტს, ჩვენ ვიგებთ დამაჯერებლად, მაგრამ ის დროა, რომ ყველანი გავიდეთ ველზე. იმიტომ, რომ იმათ კიდევ ბევრი ხრიკი აქვთ მომზადებული და არ მივცეთ ამის გაკეთების საშუალება, თავი არ უნდა წამოვაყოფინოთ, ყველგან უნდა ვიყოთ შევესიოთ ხალხთან ვიყოთ, ყველას დაველაპარაკოთ, მხოლოდ ფეისბუკზე წერა არ არის საკმარისი, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია და პირადი კონტაქტით თითოეული ადამიანი დავარწმუნოთ, რომ ღირს არჩევნებში მონაწილეობა, ღირს მისვლა, რომ მართლაც თითოეული ადამიანის ხელშია ქვეყნის ბედი. არც ერთი წუთი აღარაა დასაკარგი” – აცხადებს სააკაშვილი.
წყარო: bfm.ge