ჩინეთში იპოვეს სამი ბურთი, რომელიც ევრაზიაში უძველესია

ჩინელებმა ბურთით თამაში 3 200 წლის წინ დაიწყეს. ამის შესახებ ციურიხის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ. პუბლიკაცია ამ თემეზე Journal of Archaeological Science-ში გამოქვეყნდა.

 

ყველაზე პირველად ბურთით თამაში ეგვიპტეში დაიწყეს, რადგან სამარხი სადაც ბურთი იპოვეს 4 500 წლისაა. ევროპასა და აზიაში ბურთის გამოყენება გაცილებით გვიან დაიწყეს. 2 500 წლის წინ საბერძნეთში, ხოლო სამასი წლის შემდეგ კი ჩინეთში.

ნაპოვნი ბურთები ტყავისგანაა დამზადებული და მათი დიამეტრი 7-9 სანტიმეტრია. ბურთები ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ნაპოვნ სამარხებში აღმოაჩინეს. სამარხების ასაკი 2 900-3 200 წელია.

მეცნიერებმა ასევე სამარხებში იპოვეს მშვილდი და რამდენიმე შარვალი.როგორც ჩანს მშვილდის მფლობელები მხედრები იყვნენ. მკვლევარები აცხადებენ, რომ შესაძლოა ბურთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი იყო მეომრების მოსამზადებლად.

“იმედი”