კიმ ჩენ ინმა სამხედრო აღლუმზე მოსახლეობას ბოდიში მოუხადა და იტირა – /ვიდეო/ …

კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეაში გამართულ სამხედრო აღლუმზე იტირა

მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა კორონავირუსის დაავადების გავრცელების სათანადოდ ვერ შეკავებისა და წარუმატებლობის გამო. ნიღბის გარეშე სიტყვით გამოსულმა კიმმა ქვეყნის მმართველი პარტიის 75 წლისთავზე თავის ხალხს მიმართა შემდეგი სიტყვებით – “ჩვენი ხალხი მე იმ სიმაღლემდე მენდობოდა, სანამდეც ცაა და აგრეთვე ისეთი სიღრმით სწამდათ ჩემი, როგორც ეს ზღვაშია, თუმცა მე ვერ შევძელი სათანადოდ ვყოფილიყავი დამაკმაყოფილებელი. მე ძალზე ვწუხვარ ამის გამო”.

“მიუხედავად იმისა, რომ მე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა მაკისრა ამ ქვეყნის წარმართვისა და ხალხის წინაშე, ჩემი გულწრფელობა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ხალხი ცხოვრებაში არსებული სირთულეებისგან დამეცვა“ – განაცხადა კიმმა.

ჩრდილო კორეის ლიდერის აღნიშვნით, მის ხალხს სამი ძირითადი გასაჭირი აქვთ, რომლებიც მათ ძლიერ დარტყმას აყენებს – ესენია კოვიდ 19, საერთაშორისო სანქციები და ბუნებრივი კატასტროფები.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ წელს გამართულ სამხედრო აღლუმზე გამოაჩინა ის უახლესი სამხედრო ნაწარმი, რაც შეიქმნა სამხედრო ინდუსტრიის მიერ. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი უახლოეს სამხედრო ნაწარმს შორის ექსპერტთა ყურადღება მიიპყრო ახალმა კონტინეტთშორის ბალისტიკურმა რაკეტამ.

წყარო: bm.ge