კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევიდან 207 – აჭარაში, 168 – თბილისში, 117 – იმერეთში დაფიქსირდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 569 ახალი შემთხვევიდან 207 შემთხვევა აჭარაში დადასტურდა, 168 კი თბილისში. მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ქვეყანაში კრიტიკულად მძიმეა 50 პაციენტი, მათგან 7 აფახაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.

„აჭარაში 207დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, თბილისში – 168 , იმერეთში -117 შემთხვევა დადასტურდა, გურიაში -8, მცხეთა-მთიანეთში და კახეთში 5-5 შემთხვევა გვაქვს , სამეგრელო და ზემო სვანეთში – 24, ქვემო ქართლში – 7, შიდა ქართლში – 25“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

“ინტერპრესნიუსი”