ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე, ოპოზიციას ბუნდოვან დეკლარაციასთან დაკავშირებით პასუხობს და აცხადებს, რომ დოკუმენტაციის სრულყოფისათვის დრო ვერ გამონახა.
როგორც, ვარდმანიძე ამბობს ჟურნლისტის გინებისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს, თუმცა საკუთარ საქციელს “ნანობს და აგრესიას ემოციებს უკავშირებს”.
“დავაშავე და უნდა დავისაჯო ადმინისტრაციულად. არაფერს გავურბივარ” – აცხადებს ვარდმანიძე.
ხელვაჩაურის მერმა ბათუმელების ჟურბნალის შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენა, რაც მაღალჩინოსანი ქართული ოცნების წინასაარჩევნო შეხვედრაზე, სოფელ მაჭახელაში ოცნების კანდიდატებთან ერთად დააფიქსირეს.
ვარდმანიძის საკითხი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში განიხილეს და დაადგინეს, რომ მერის საქციელი თანამდებობის პირთა ეთიკურ პრინციპებს ეწინააღმდეგება და ახალისებს ჟურნალისტების მიმართ აგრესიას.
წყარო: report.ge