„ფრანს ფუტბოლმა“ ყველა დროის სიმბოლური ნაკრების შედგენა გააგრძელა – დასახელდა 20 კანდიდატი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე

ავტორიტეტულმა ფრანგულმა ჟურნალმა „ფრანს ფუტბოლმა“ გააგრძელა ყველა დროის სიმბოლური ნაკრების შედგენა.

 

ამჯერად, გამოაცხადეს 20 პრეტენდენტი საყრდენი ნახევარმცველის პოზიცაზე:

იოჟეფ ბოჟიკი (უნგრეთი), ჟერსონი (ბრაზილია), სერხიო ბუსკეტსი (ესპანეთი), პეპ გვარდიოლა (ესპანეთი), დიდი (ბრაზილია), იოზეფ მასოპუსტი (ჩეხოსლოვაკია), პაულო ფალკაო (ბრაზილია), ლოთარ მათეუსი (გერმანია), სტივენ ჯერარდი (ინგლისი), იოჰან ნეესკენსი (ნიდერლანდები), ანდრეა პირლო (იტალია), ლუის სუარეს მირამონტესი (ესპანეთი), ფერნანდო რედონდო (არგენტინა), მარკო ტარდელი (იტალია), ფრანკ რაიკაარდი (ნიდერლანდები), ჟან ტიგანა (საფრანგეთი), ბერნდ შუსტერი (გერმანია), ჩაბი ალონსო (ესპანეთი), კლარენს ზეედორფი (ნიდერლანდები), ჩავი (ესპანეთი).

შეგახსენებთ, რომ სპეციალურმა ჟიურიმ აარჩია 10-10 კანდიდატი 11 პოზიციაზე (სქემა: 3-4-3) – მეკარე, მარცხენა მცველი, ცენტრალური მცველი, მარჯვენა მცველი, ორი საყრდენი ნახევარმცველი, ორი შემტევი ნახევარმცველი, მარცხენა გარემარბი, მარჯვენა გარემარბი და ცენტრალური თავდამსხმელი. საბოლოოდ, მსოფლიოს წამყვანი გამოცემების 170 ჟურნალისტზე მეტი აირჩევს საუკეთესოს თითოეულ პოზიციაზე.

“იმედი”