ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 4 „ბოევიკის“ ლიკვიდაცია განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავებმა შეიარაღებულ პირებს ჩაბარება შესთავაზეს, თუმცა მათ ცეცლის გახსნეს. „სროლის შედეგად 4 „ბოევიკის“ ლიკვიდაცია განხორციელდა. სამწუხაროდ, 3 სამართალდამცავი დაიღუპა,“- ნათქვამია რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაცია, რომელიც კომიტეტმა გროზნოში, ოკტიაბრსკის რაიონში, დღეს დილით დაიწყო, ამ დროისთვის დასრულებულია.
“აიპიენი”